ხონის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
17-01-2018, 17:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე გაეცნო.

 

 

„პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მნიშვნელოვანი პროექტია იმდენად, რამდენადაც მოსახლეობა დაცულად იგრძნობს თავს და წყალუხვობის დროს არ დაიტბორება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მისასალმებელია ისიც, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ პირთა შორის ყველა ადგილობრივია", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, გასულ წელს, ძლიერი წვიმების დროს, მდინარემ კალაპოტი სოფელ ივანდიდის მონაკვთზე გადმოლახა და მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა.

 


„სტიქიის სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო. საამშენებლო სამუშაოებს სატენდერო პირობების გათვალისწინებით, შპს „ხონის საგზაო" აწარმოებს. ეწყობა 250 გრძ. მ. გაბიონი. მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება", აღნიშნულია ხონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 2
#2   Mudassir Ali
      
15 იანვარი 2025 23:30
#1   Mudassir Ali
      
I learn some new stuff from it too, thanks for sharing your information. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 01:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი