ხონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, NGO AIC ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ პრობაციონერებთან და მიგრანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარებისა და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს, რომელთა მიზანია დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, მცირე ბიზნესის წამოწყებაში ხელშეწყობა, სოციალურ საწარმოებში დასაქმება, იურიდიული დახმარება, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდა. მან შეკრებილებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.