სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.
ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მოტივი აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი შეგვეტანა 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დეტალურად შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.