დიახ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რჩევა ჰკითხეს! მან ამის შესახებ, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, – "უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, რომ მე ყველაფერს ვეკითხებოდი, თუ ვათანხმებდიო. მაგრამ, მე არ მახსოვს არც ერთი ასეთი შემთხვევა", - აღნიშნა უწმინდესმა.
აი, ასე! არც მეტი და არც ნაკლები, – საქართველოს პატრიარქს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს 23 წლიანი არსებობის მანძილზე (1992 წლიდან, როცა საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი სახელმწიფო გახდა), ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა და რეიტინგი ჰქონდა და აქვს, ქვეყნის არცერთი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მას რჩევას არ ეკითხებოდნენ და მის მოსაზრებას არ ითვალისწინებდნენ! არადა, გახსოვთ ყველას, რომ ათეისტური წარსულის შემდეგ, როდესაც სსრკ დაიშალა და დამოუკიდებელი საქართველომ არსებობა დაიწყო, ყველა ხელისუფალი ვინც კი საქართველოს მმართველი გახდა, ყოველთვის სარგებლობდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის შეუვალი ავტორიტეტით, რომელიც უშურველად გასცემდა მათ თავის მხარდაჭერას იმ იმედით, რომ ეს ხელისუფალნი თავგანწირვით ემსახურებოდნენ საქართველოს და ქართველ ხალხს!! მაგრამ, ვაგლახ, რომ ეს ასე არ ხდებოდა და როგორც ჩანს, დღესაც იგივე გრძელდება!..
P.S. ჰოდა, ქვეყანაში, სადაც 90% მორწმუნე ქრისტიანია, რომელთათვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ყველაზე დიდი ავტორიტეტია, ხოლო წლების მანძილზე ხელისუფალნი მას რჩევასაც კი არ ეკითხებიან, რაღა საკვირველია, რომ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით! დასკვნა ერთია, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა და ათეისტები მმართველობაში რჩებიან!! ქართველთა მხცოვანი, ბრძენი და ტკბილი პატრიარქის, ილიას, – საბჭოური "მზიანი ღამე" ჯერ არ დასრულებულა, გრძელდება და ღმერთმა ქნას, მალე გათენებოდეს მას და მის საყვარელ საქართველოს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.