კახა კალაძე: ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ
18-01-2018, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  ინფორმაცია, რომ მერიამ აღსაზრდელების კვების მენიუ შეამცირა, აბსოლუტური სიცრუეა.

 

 

„ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელია", განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, გასაჯაროვდება მენიუ, რათა „საზოგადოება გარკვეულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში".

 

 

„შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუ კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვით, განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით, მოხდა მენიუს დამტკიცება საერთაშოროსო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის, ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქრები, მათ შორის, მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ, ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები. მინდა წარმოგიდგინოთ მენიუ, თუ რით იკვებება ჩვენი მომავალი თაობა, ეს დაურიგდება მერიას და გასაჯაროვდება, რათა საზოგადოება გარკვეულმა ადამიანებმა არ შეიყვანონ შეცდომაში”, განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი