52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამგზავრო ავტობუსში გაჩენილ ხანძარს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
ინციდენტის დროს ავტობუსში 55 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილები და დაშავებულები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.
ავტობუსის აალება ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით, 10:30 საათზე, სამარა-შიმკენტის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქტიუბინსკის ოლქში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.