საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
"მე ვფიქრობ, ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. ვიღაც ჭორებით ცდილობს ამის გადაფარვას, რაც მე ვფიქრობ, არ არის სწორი", - ასე უპასუხა ხადურმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
რაც შეეხება უშუალოდ ლარის კურსს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კურსის ასეთი ცვალებადობა არ არის განპირობებული არანაირი ეკონომიკური საკითხებით.
"ლარის კურსთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. კურსის ასეთი ცვალებადობა არ არის განპირობებული არანაირი ეკონომიკური საკითხებით, იმიტომ, რომ ბოლო დღეებში პირიქით გაიზარდა ქვეყანაში შემოდინებები, ოდნავ გაიზარდა ექსპორტი და შემცირდა იმპორტი. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და დავსვამთ კითხვებს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.