საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანთა დეპარტამენტში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დამსახურება და თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
„წლების მერე მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შესწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და მთლიანობას. საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდი იყო უაღრესად მძიმე, იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ამისათვის მზად არ იყო სახელმწიფო, მაგრამ მზად იყო ჩვენი ერი, მზად იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატრიოტული სულისკვეთებით წავიდნენ სამშობლოს დასაცავად.
მათ ზურგს არ უმაგრებდნენ არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც არავითარი სისტემა, მაგრამ ყველაზე ძლიერი რაც იყო, რაც აერთიანებდათ ამ ადამიანებს ეს იყო ქვეყნის სიყვარული", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ამ მებრძოლების მაგალითზე, შეიქმნა სულ უფრო დახვეწილი და ძლიერი არმია, რომელთა მაგალითზე ვზრდით ჩვენი შეიარაღებული ძალების ახალ თაობას.
„მათ მაგალითზე მინდა, რომ გაიზარდოს მომავალი თაობა საქართველოსი, მომავალი თაობა ქართველებისა, არა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოდით, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ერის ასეთი სიყვარული გამაერთიანებელი და ბევრი გამარჯვების მომტანია", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ოჯახს მათ ძმებსა და დებს, ქმრებს, შვილებს, იმ ღვაწლისთვის, რაც მათ გაიღეს დღევანდელი საქართველოს შესაქმნელად. მათი გმირობა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი და სიძლიერეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.