საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ქვეყნის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით ხდება.
კვირიკაშვილის განცხადებითვე, დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს, მთელი მსოფლიოდან ინვესტორები მოიზიდოს.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერიმა EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, პლატფორმაა, სადაც ქვეყნის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით ხდება. ჩვენ რაც გვაქვს სათქმელი ჩვენი ინვესტორებისთვის, ყველაფერი უნდა ვუთხრათ: რეგიონში გამოწვევები არსებობს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს უპრეცედენტო საერთაშორისო ფორუმია და რეგიონში ამ მასშტაბის ღონისძიება პირველად ტარდება.
„ჩვენ 4 200-ზე მეტი სტუმარი გვყავს დღეს. ეს უპრეცედენტო საერთაშორისო წარმომადგენლობითი ფორუმია. მთლიანად რეგიონში ამ დონის და ამ მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.