საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული 83 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
ასპარეზობა 7 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ტურნირის დასასრულს, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული სამეული გამოავლინეს და მედლები გადასცეს. აბსოლუტურ წონით კეტეგორიაში პირველი ადგილი და საპრიზო თასი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა ზაზა თაბაგარმა მოიპოვა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ, პირველი კლასის რიგითმა, ზაურ ხუბაშვილმა გაიმარჯვა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერს, იოსებ ჟივიძეს ხვდა წილად.
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულად საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალ-სპეციალისტი, არმენ არუთინიანი დასახელდა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე კავშირგაბმულობის ცენტრის წარმომადგენელი, მასტერ-სერჟანტი ვაჟა გურგენიძე გავიდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეს, კაპრალ ზაზა თაბაგარს ხვდა წილად.
100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო განყოფილების რადიოოპერატორი, კაპრალ-სპეციალისტი, გიორგი ხაჩიური გახდა.
გამარჯვებულებს ჯილდოები გენერალური შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება.
ინფორმაცია თავდაცვის უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.