საქართველოში პირველად ქარის ელექტროსადგური აშენდება
14-05-2015, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველად ქარის ელექტროსადგური აშენდება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი იმ მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება, რასთან დაკავშირებულ მემორანდუმსაც EBRD-თან ხელი დღეს მოეწერება.


"კონკრეტულ პროექტებს რაც შეეხება, მაგალითად, EBRD-მა უკვე გამოყო 50 მილიონი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, გამოყოფილია 85 მილიონი "ტატა ჯგუფის" პროექტისთვის, რომელიც აჭარაში ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 30 მილიონის ინვესტირებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება, რომლის სიმძლავრეც 20 მეგავატი იქნება. პროექტი 2016 წლისთვის დასრულდება", - აღნიშნა კალაძემ.


მისივე განმარტებით, EBRD-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება დიდია.

 


"ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით ინტერესი ძალიან დიდია, რაც მისასალმებელია, ვინაიდან ენერგეტიკა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სექტორი. ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია სწორედ ენერგეტიკულ განვითარებაზე", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი