მეცნიერებმა მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამიერიდან, კიბოს დადგენა სისხლის საერთო ანალიზით იქნება შესაძლებელი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდმა უკვე გამოსცადა მეთოდი, რომელიც დაავადების 8 გავრცელებულ ფორმას ავლენს.
დიდი ბრიტანეთის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კიბოს გამოვლენის ახალი აღმოჩენა „ძალიან ამაღელვებელია“.
როგორც BBC წერს,The Cancer Seek ტესტი ცვლილებებს 16 გენში ეძებს, რომელიც რეგულარულად წარმოიშობა კიბოში და 8 პროტეინში, რომელიც ხშირად არის გამოშვებული.
ტესტი 1,005 პაციენტზე იქნა გამოცდილი, რომელთაც საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვის, მუცლის, საყლაპავი მილის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან მკერდის კიბო ჰქონდათ.
საერთო ჯამში ტესტმა კიბოს 70% აღმოაჩინა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დოქტორმა, ქრისტიან ტომასეტიმ BBC-ს უთხრა: „[კიბოს] ადრეული აღმოჩენის მომენტი გადამწყვეტია და შედეგები ძალიან დიდი აღფრთოვანების გამომწვევია. ვფიქრობ, ამას უზარმაზარი გავლენა ექნება კიბოთი სიკვდილიანობაზე“.
ადრეულ პერიოდში აღმოჩენილი კიბოს მკურნალობა კი უმეტეს შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა, უფრო უარესი იყოს, ვიდრე კიბოთი ცხოვრება, რომელიც სიცოხლისთვის დაუყოვნებლივ საფრთხის შემცველი არ არის.
მაგალითად, მამაკაცების შემთხვევაში, რომელთაც ნელა მზარდი პროსტატის კიბო აქვთ, დაავადების გულდასმითი მართვა უფრო უმჯობესია, ვიდრე მკურნალობა.
კიბოს 8 სახეობიდან 5-ის ადრეული გამოვლენისას სკრინინგის პროგრამა არ გამოიყენება. პანკრიასის კიბოს იმდენად მცირე სიმპტომები აქვს და იმდენად გვიან არის მისი აღმოჩენა შესაძლებელი, რომ ხუთიდან ოთხი პაციენტი დიაგნოზის დასმიდან მოკლე პერიოდში, იმავე წელს კვდება.
Cancer Seek ახლა ცდებს იმ ადამიანებზე ატარებს, ვისაც კიბოს დიაგნოზი არ აქვთ და ეს მისი გამოყენებადობის რეალური ტესტი იქნება.
იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მეთოდი შეავსებს სკრინინგის სხვა საშუალებებს, როგორიცაა მამოგრამა მკერდის კიბოსთვის და კოლონოსკოპია, კოლორექტალური კიბოსთვის.
ტესტის ღირებულება პაციენტისთვის 500 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი თითქმის იგივე ფასია, რაც კოლონოსკოპია ჯდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.