ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტად უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა
20-01-2018, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალურ ვიზიტად უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

 

 

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან.

 

 

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებს.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი