პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა იმედგაცრუებულია როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციური პარტიების მიმართაც.
ხათუნა ლაგაზიძემ ეს, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნულით, ,,ენ-დი-აის“ მიერ ჩატარებული კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 45%-მა არ იცის, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.
,,ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმედგაცრუების, რომელიც საზოგადობას აქვს არა მარტო მმართველი, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც. ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისთვის. ეს 45% თავისი მიზნის ასახვას ვერ პოულობს, შესაბამისად, თვლის, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს ვერც ერთ პოლიტიკური პარტია გამოხატავს“,- აფასებს ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი ასევე აცხადებს, რომ საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია.
,,ეს 45% ახალი პოლიტიკური ძალისთვის ერთგვარი ბაზაა. ეს მაჩვენებელი იმას მიანიშნებს, თუ რამდენად დიდია მზაობა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენისა. 45% დღეს ფავორიტი ძალა არ ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ ის ახალი ძალის მისაღებად მზადაა. ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა იყოს“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.