მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მუნიციპალიტეტში მდებარე მთის კურორტების მიმართულებით, ტურისტული ნაკადების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
მერის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორც საერთაშორისო და შიდა მოგზაურებს, ისე ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდთოვლობისგან პრობლემები არ შეექმნათ.

კაპიტონ ჟორჟოლიანმა GUARDIAN.GE-ს განუცხადა, რომ მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზა თოვლისგან გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ შიდასასოფლო გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ცენტრალური გზა გაწმენდილია, ამ ეტაპზე სოფლებშია გასული ტექნიკა და ვასრულებთ გაწმენდით სამუშაოებს. მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ელექტროენერგია, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შემთხვევაში კი, „ენერგო-პრო ჯორჯია" მყისიერად ცდილობს შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ვუზრუნველყოთ შეუფერხებლად გადაადგილება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წელს საკმაოდ დიდია ჰაწვალისა და თეთნულდის მიმართულებით. პირველი ნაკადი თითქმის სრულდება, თებერვლის დასაწყისიდან ისევ ძალიან ბევრ სტუმარს ელის მესტიის მუნიციპალიტეტი. დაჯავშნილია სასტუმროები და მათი მეპატრონეების ინფორმაციით, ბევრი ადამიანი გვეწვევა", განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, რომლის თქმითაც, ზემო სვანეთისთვის, რომელსაც მზარდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, მნიშვნელოვანია ასევე მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც ტურისტებისთვის ჰაწვალთან დასაკავშირებლად უმოკლესი და უსწრაფესი გზაა და რომელიც გასული წლის 23 დეკემბერს გაიხსნა.

(მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს გახსნა, 2017 წელი, 23 დეკემბერი)
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.