2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ "რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება, 2016 წელს კი - 2,6 პროცენტამდე. EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4,2% იყო.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს სტაგნაციაა მოსალოდნელი 35 ქვეყანაში., 2016 წელს კი მხოლოდ 1,4%-იანი ზრდა.
"ევროზონაში მონეტარული შეზღუდვების შემსუბუქების წყალობით, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პერსპექტივები უფრო ოპტიმისტური ხდება, თუმცა რეგიონის აღმოსავლეთით განვითარება უარესდება რუსეთის გაზრდილი რეცესიის გამო", - ნათქვამია ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.