ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა
22-01-2018, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების არსებულ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის, ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის უზბეკეთში წარმატებული ვიზიტი გრძელდება და დღეს, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის ხელი მოეწერება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

„დღეს შევხდით პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე. განსაკუთრებულ აქცენტი გავაკეთეთ ამ თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე. დღეს, ჩვენ ხელს ვაწერეთ პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმს, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, საუბარია ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე და კონკრეტული განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობაზე საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი