უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევება პუტინისთვის 2018 წლის დასაწყისში საუკეთესო საჩუქარი იქნება, განაცხადა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინის მთავარი ამოცანა, მისი უკრაინის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, პეტრო პოროშენკომ პირადად სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, რომ სერგეი კურჩენკოს მიხეილ სააკაშვილის დაფინანსება ეღიარებინა.
„შურისძიება იქნება მკაცრი. ხალხი თქვენ ამას არ გაპატიებთ“, მიმართა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
„ჩვენ ამ სასამართლოს აცილებას ვუცხადებთ და სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი შეასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.