სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბში აფეთქებისას დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს
22-01-2018, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების დროს დაშავებული სამი მუშა ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სამივე დაშავებული ელექტროშემდუღებელია. ერთი მათგანი საავადმყოფოში ახლობლებმა მიიყვანეს, ორი დაშავებული კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

 

 

ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.

 

 

„სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ერთი შედარებით მძიმეა. მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა, ტაქტიკის გამოკვეთა, რა სერვისები სჭირდება. პირველთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში უკვე გვაქვს, არის ნეკნების დაზიანება, არის ზედა კიდურის დაზიანება. ამჟამად ზუსტდება, რაიმე უფრო მნიშვნელოვან ტრავმას ხომ არ აქვს ადგილი", აცხადებს დირექტორი კახა ხელაძე.

 

 

სოფელ ბეჟათუბანში სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით, მედიასთან ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი