გიორგი ჩანქსელიანი ტურნირის ჩემპიონი გახდა
22-01-2018, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, 18-20 იანვარს გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირზე.

 


ტურნირის ჩემპიონები ოთხ წონით კატეგორიაში გიორგი გეგელაშვილი (51), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (80 კგ) და სოლომონ მანაშვილი (110 კგ) გახდნენ.

 

 

ვერცხლის მედალი ლუკა ჩხიტუნიძეს (51 კგ) ხვდა წილად, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ჯონი ცხადაიამ (45 კგ), შამილ გაჯიევმა (48 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ) და ლუკა მარიამიძემ (71 კგ), დაიკავეს.

 

 

შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს გარდა, უკრაინის, საბერძნეთის, გერმანიის, მოლდოვის, სომხეთის, ბელარუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და თურქეთის გუნდებმა მიიღეს.

 

 

გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

 

ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი