IV მექანიზებულ ბრიგადაში დოკუმენტური ფილმის „თავდასხმის მოლოდინში“ ჩვენება გაიმართა
22-01-2018, 18:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, CineDOC-Tbilisi-ის ტურის თანამშრომლობის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის, ,,თავდასხმის მოლოდინში'' (WAITING FOR INVASION) ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიტვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი, IV მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა, ლელა ჩიქოვანმა ნატოსთან თავსებადობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მასპინძლობისთვის, მან ლიტვა-საქრთველოს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

 

 

დოკუმენტური ფილმი ლიტვის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულ წვევამდელთა და მოხალისეთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ფილმის გმირები 9 თვის განმავლობაში სამხედრო მომზადების კურსს გადიან, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს. წვევამდელები განმარტავენ იმ მიზეზებს, რის გამოც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა გადაწვიტეს. ისინი აცხადებენ, რომ სამშობლოს სამსახურში ყოფნა მათი პირდაპირი ვალდებულებაა.

 


,,თავდასხმის მოლოდინში'' გადამღებმა ჯგუფმა „Rogan Production“-მა ლიტვის კინემატოგრაფიის ცენტრისა და ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ორგანიზებით მოამზადა. ფილმი 2017 წელს, მას შემდეგ გადაიღეს, რაც ლიტვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღდგა.

 

 

ფილმის ჩვენება შეიარაღებულ ძალებში ლიტვის წვევამდელთა სისტემის გაცნობას და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი