საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“გისურვებთ წარმატებებს როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწევით არის ძალზედ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
მეტწილად, სწორედ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დაცულობის განცდას და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ქართული მართლმსაჯულების მიმართ. გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ მოსამართლის მანტია და პირნათლად აღასრულოთ მოსამართლის მაღალი დანიშნულება. ჩემი მხრიდან კი გპირდებით, რომ ვიქნები თქვენი პროფესიული უფლებების დამცველი და მოვისმენ თითოეული თქვენგანის პოზიციას, რათა ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო”, – ნათქვამია ნინო გვენეტაძის მილოცვაში.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელიც იქნება კარგი შესაძლებლობა, ერთად იმსჯელონ ქართული სასამართლო სისტემის დღევანდელობის შესახებ.
“უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება, რომელიც იქნება კარგი შესაძლებლობა ერთად ვიმსჯელოთ ქართული სასამართლო სისტემის დღევანდელობის შესახებ, დავსახოთ სამომავლო გეგმები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის, რომელსაც საზოგადოება ენდობა”,-ნათქვამია ნინო გვენეტაძის მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.