ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პარიზში ვიზიტის დროს.
ტილერსონმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანკარასთან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის დასტაბილურება.
თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რაც ანკარას კამპანიის ნაწილია, გაათავისუფლოს საზღვრის ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.
თურქული მედიის ცნობით, ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი სირიის სიღრმეში 30-კმ-იანი „უსაფრთხო ზონის“ ჩამოყალიბებაა.
თურქეთმა ქურთული მილიციის, „სახალხო დაცვის ქვედანაყოფის“ წინააღმდეგ სირიის აფრინის რეგიონში საჰაერო დარტყმები შაბათს წამოიწყო, რითაც, როგორც BBC წერს, შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის გაზრდის საფრთხეები იქმნება, რადგან ვაშინგტონი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში „სახალხო დაცვის ქვედანაყოფს“ უჭერდა მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.