ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქებისას დაშავებული შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან წუხელ თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
„პაციენტი გადმოიყვანეს ხაშურის ჰოსპიტლიდან. მას აღენიშნება ქალატვინის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. პაციენტი თავსდება სტაციონარში შემდგომი მკურნალობისთვის. საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ამპუტაციაზე არ არის საუბარი. პაციენტის კიდურის სისხლძარღვები და ნერვული სისტემა ნორმალურ მდგომარეობაშია“, განაცხადა ჰოსპიტლის ექიმმა, მიხეილ ლოლაძემ.
სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა. ინციდენტის შედეგად, ადგილზე დასაქმებული სამი პირი დაშავდა. სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.