ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა
23-01-2018, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

 

ტრამპი მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტს „თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

 

 

„დიდი გამარჯვებაა „რესპუბლიკელებისთვის" „დემოკრატების" მხრიდან დაფინანსების გაგრძელებაზე თანხმობა. მსურს დიდი გამარჯვება ყველასთვის, მათ შორის, „რესპუბლიკელებისთვის", „დემოკრატებისა" და არასრულწლოვანი იმიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის. შევხვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან“, დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

22 იანვარს, აშშ-ის სენატორებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს მთავრობის მუშაობის განახლებას. დემოკრატებმა" დოკუმენტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც რესპუბლიკელების" ლიდერი სენატში, მიტჩ მაკკონელი მათ დაჰპირდა, რომ ისინი დაუბრუნდებოდნენ არალეგალი მიგრანტებისთვის გარანტიების საკითხის განხილვას. თუ 8 თებერვალს დემოკრატები" და რესპუბლიკელები" არ მოილაპარაკებენ, სენატი ამ საკითხზე ცალკე კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა 20 იანვრის შემდეგ შეწყვიტა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი