გიორგი გახარია: ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება
23-01-2018, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციისას.

 

 

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ერთი თვის წინ მთავრობის დამტკიცების დროს დავდეთ პირობა პარლამენტში, რომ შსს-ს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ დაპირებას და ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.

 

 

ზუსტად ასევე, სხვა მიმართულებებით, როგორც ჩვენ გვქონდა დადებული პირობა სტრუქტურული რეფორმების და ასევე შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირების, იქნება წარდგენილი უახლოეს პერიოდში.

 

 

სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე შეეხება სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

 

 

უფრო მნშვნელოვანია ჩვენთვის შინაარსობრივი ნაწილი რეფორმირების, რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და პრევენციას და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას.

 

 

ეს არის ჩვენი მიმართულებები, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ისე დავიცავთ ყველა ვადას.  დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება.

 

 

ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნით. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

 

 

მოგეხსნებათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული.

 

 

აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და ამ ჭრილში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია და გამოძიების ხარისხი.

 

 

ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შემქნილი ეს დეპარტამენტი, ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად იქმნება ეს დეპარტამენტი, რომლმაც უკვე გამოაცხადა თანამშრომლების მოძიების პროცესი, ეს არის ღია და მასში მონაწიელობის მიღება შეუძლია ყველას“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი