ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 14 დაშავდა იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაღუპული პირი სამხედროა. დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ვულკანი კუსაცუ გუშინ საღამოს გააქტიურდა. ამოფრქვევის შემდეგ მთიდან უზარმაზარი ლოდები გადმოცვივდა, რომელთა ნაწილი ვულკანიდან ორი კილომეტრის მოშორებით დაეცა.
ვულკანის სიახლოვეს ამ დროს სამხედროები იმყოფებოდნენ. იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების წევრები წვრთნებში მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.