თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, უნდა გაიაროს შემოწმება.
როგორც მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შემოწმების ხარჯებს თავის თავზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აიღებს.
„დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზი, გაიაროს შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.