თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა შენობის მინები ჩაამსხვრიეს და სასამართლოს თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.