ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაიცა მას შემდეგ, რაც ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრის დაშორებით, 25 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ცუნამის შესახებ ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალასკის სანაპირო ზოლის მოსახლეობა გააფრთხილეს. მიწისქვეშა ბიძგების გავრცელების ფართო არეალის გამო, სტიქიის ზონა მოიცავს ასევე კანადის ტერიტორიის ნაწილსა და აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს.
ზარალისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.