კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საკითხს განიხილავს
23-01-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 


Lulu Group-ი საქართველოში არსებულ შესაძლებლობებს შეისწავლის, რის შედეგადაც ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს.

 


პრემიერმა კომპანიის მმართველმა დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება.

 


მსხვილ საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ს, რომელიც, ძირითადად, ვაჭრობის სფეროთი არის დაინტერესებული, 40 ათასი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის წლიური ბრუნვა 7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი