ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, თავშეკავება გამოიჩინოს.
„სირიაში, აფრინის რაიონში ძალადობა პრობლემებს ქმნის. ვთხოვთ თურქეთს სამხედრო ოპერაციაში, ასევე რიტორიკაში თავშეკავება გამოიჩინოს“, განაცხადა მატისმა ჯაკარტაში.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილეროსონმაც გააკეთა.
ტილეროსინის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს.
სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვრიდან მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.