საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით მსხვილი ამერიკული კომპანია Hillwood-ი ინტერესდება, - ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის თავმჯდომარე ჰენრი როსს პეროტს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალს, ასევე - ქვეყანაზე გამავალ დერეფნებში ამერიკული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მისასალმებელია, რომ ამ პოტენციალის გამოყენებით უფრო და უფრო მეტი მსხვილი კომპანია ინტერესდება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რაც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც.
პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ Hillwood-თან წარმატებული თანამშრომლობა შედგება და ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან ერთად კონკრეტული პროექტები განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.