საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. ხაზი გაესვა უკვე დასრულებულ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ როლს ასრულებს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონისთვის.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ენერგოტრანზიტის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ზრდის დინამიკას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა ახალი შესაძლებლობების მომტანი და უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.