საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და მისი უწყების თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.
"ეს იყო უპრეცედენტო მთელ რეგიონში. მე მინდა ბატონ ხადურს, მისი უწყების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში, მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ვუთხრა მათ", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, წელს ასევე საქართველოში იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის უეფა-ს სუპერთასი, ასევე შავი ზღვის ბანკის ყოველწლიური შეკრება და შემოდგომაზე ასევე დაგეგმილია აბრეშუმის გზის ფორუმი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი იქნება პირველი და ეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის.
"ეს იქნება მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობები. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი მთავრობის წარმატება და ზოგადად ჩვენი ხელისუფლების", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.