სოფიო ქაცარავა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძებები იგეგმება
24-01-2018, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება.

 

 

ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის პლატფორმების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

 

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები“, განახადა სოფიო ქაცარავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი