საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პროექტებს სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარადგენენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.