მთავარი პროკურატურა: პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
24-01-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

 

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

 

 

საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის  პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 1
#1   ddd
      
მეტი საქმე არ ააქვთ. იმ ნაბიჭვარი და ნაძირალა პროკურორის გამო, რომელსაც ქვეყანა თავის გონია და სხვა ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია ხალხი, იმიტომ რომ მთავრობა და ძალოვნები დაიცავენ!!! იმიტომ რომ საზიზღრები ხართ მთლიანად. ღმერთმა დაწყევლოს თქვენი ოჯახი და დაწყევლილი გატაროთ ღმერთმა!!!
25 იანვარი 2018 22:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი