თბილისის საქალაქო სასამართლოში ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა, ნანა ხუნჯუამ განაცხადა, ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და ქალაქ ხოფიდან მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო.
ბრალდება ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი, 10-ათასლარიანი გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, თბილისში დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.