პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბევრი გამოწვევის, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების პირობებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებას როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ასევე პარლამენტების სპიკერების გაცვლითი ვიზიტების ფორმატში. ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს პარლამენტარებს შორის უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში თურქული ინვესტიციების მოზიდვა. თურქმა დიპლომატმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად შეუწყოს ხელი თურქული ინვესტიციების განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ისაუბრეს, ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აღნიშნულ ფორმატებში კოორდინირებულად იმოქმედებენ და ერთმანეთს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ირაკლი კობახიძემ ფატმა ჯერენ იაზგანს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.