ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულიზის შეხვდა
24-01-2018, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულიზის უმასპინძლა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ურყევ ნებას ხაზი გაუსვა და ქვეყანაში განხორციელებულ პოლიტიკური რეფორმებზე ისაუბრა.

 

 

სტუმარმა განაცხადა, რომ როგორც ნატო, ასევე საქართველოში ორგანიზაციის სამეკავშირეო ოფისი მზად არის საქართველოს პარლამენტთან გააღრმავოს თანამშრომლობა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოში მოქმედებს და ინსტიტუციურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

 

როზარია პულიზი დაინტერესდა საქართველოს კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ასახვით, ცვლილებებითა და კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მიმართულება არის ინსტიტუციური რეფორმის და განვითარების შემადგენელი ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისივე თქმით, პარლამენტი ითანამშრომლებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არა მარტო ამ ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესში, არამედ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმართულებით.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თანამშრომლობა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით კი ნატოსთან პრიორიტეტულია.

 

 

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე, თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონსტრუქციულ პოლიტიკურ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი