საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ლოზანაში ვიზიტის დროს, შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან და ერთად განიხილეს, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო ამ პერიოდის მანძილზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მარტის დასაწყისში საქართველოში ჩამოვა სპეციალური დელეგაცია, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
„დელეგაცია, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, თუნდაც ჩავარდნების, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმ მიმართულებების, რომლის განვითარებაც აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას დღევანდელი დღიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე, ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს საქართველოს მიმართ.
ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ამას ხაზს ვუსვამ, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით.
ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით და ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც იქნება ჩართული აბსოლუტურად ყველა უწყება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.