„ვფიქრობ, რომ დუნია მიატოვიჩის სახით ევროპის საბჭოს ეყოლება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი. ჩვენი ინტერესია, რომ კომისარი ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა საკითხსაც ყოველ წელს ვაყენებდით ხოლმე ევროკომისართან, და ადგილზე ნახოს ადამიანის უფლებების მდგომარეობა“, განაცხადა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩის არჩევის შემდეგ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის შეფასებით, კომისრის ჩასვლა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება.
„ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ევროპული საბჭოს კომისრის მხრიდან, იმიტომ რომ ამ მოთხოვნას ჩვენ ყოველ წელს ვაყენებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე პრინციპული საკითხი. პოლიტიკურ ჯგუფშიც, ამ თემაზე მსჯელობისას და კანდიდატთან საუბრისას, ეს საკითხი წინ იყო წამოწეული. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს გაეცნოს“, განაცხადა ეკა ბესელიამ როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.