ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირება პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად დაასახელა.
მისი განცხადებით, საქართველოში გადასახადი შესწავლა-ძიებაზე ჰექტრობის მიხედვით საკმაოდ მაღალია, რაც კომპანიებს არ აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მათ მოინდომონ და აითვისონ შესასწავლი ტერიტორიები.
„შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი შემცირება,” განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.
დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში იწყება წიაღის რეფორმას. ახალი მიდგომა ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.