დიმიტრი ქუმსიშვილი: „წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება“
25-01-2018, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თვით ლიცენზიის მოპოვება, ასევე შემდგომ მასთან დაკავშირებული საკითხები და სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდება, მათ შორის, დასრულდება პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ მათ ონლაინრეჟიმში ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს არის დაბრკოლება და არა ხელშეწყობა ბიზნესისთვის“, განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წიაღის რეფორმის შედეგად, დაინერგება ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. შეიქმნება ელექტრონული ანგარიშგების შესაძლებლობა და ლიცენზიის მფლობელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება სახელმწიფოსთან ანგარიშგება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი