თამარ ჩუგოშვილი: „ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან მჭიდროდ და აქტიურად ვითანამშრომლებთ“
25-01-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ახალ კომისართან ძალიან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ და ჩვენი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ეთნიკური ქართველები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან“, განუცხადა ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დუნია მიატოვიჩს კომისრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ადამიანის უფლებათა ძალიან კარგი კომისარი“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებაა.

 

 

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა კომისართან ურთიერთობისას მთავარი ამოცანაა, რომ მისი მანდატი გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ“, განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი