გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა
25-01-2018, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწნებული 4 საკითხი განიხილეს.

 

 

 


საკრებულომ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებას.

 

 

 


1000 –1000 ლარით დაჯიდლოვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები – რობერტი კობლიაშვილი და თორნიკე ძამაშვილი, რომლებმაც მიმდინარე წლის საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვეს გამარჯვება და დაიკავეს პირველი ადგილი.

 


„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ შესაბამისად აგრეთვე დაჯილდოვდა რობერტი კობლიაშვილის მწვრთნელი იმედა ფრეწუაშვილი.

 


კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გარდაბნის საკრებულომ დაუჭირა მხარი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად 6 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა.

 

 

 


საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა სხდომამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განხორციელდა.

 


ინფორმაციას და ფოტომასალას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი