წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია წყალტუბოს მერს გრიგოლ იოსელიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან და მუნიციპალიტეტში მოქმედ მეწარმეებთან ერთად, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მარეხი კანკაძემ წარმოუდგინა.
პროექტში, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით, ხორციელდება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალიტეტებიც ერთვებიან.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციაზე მარეხი კანკაძემ წყალტუბოს კერძო სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ის კითხვარი გააცნო, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენისას უნდა შეავსონ.
„მივესალმები ამ წამოწყებას. ძალიან კარგი ინიციატივაა, ჩვენი მთავარი პოტენციალი უმეტესად ტურიზმის განვითარებაა, ამ კუთხით საინტერესო იდეები შეიძლება შევთავაზოთ ევროკავშირს,“ განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანია მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა - ეს არის პროცესი, როცა ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს პარტნიორებთან ერთად.
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში წლის ბოლოს, მდგრადი ეკონომიკური გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელიც შემდგომში ადგილობრივი ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.