სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო სამხრეთ კორეის ქალაქ მირიანგის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას BBC ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფო Sejong-ში ცეცხლი გადაუდებელი მომსახურების პალატაში გაჩნდა. შენობის შიგნით დაახლოებით 200 პაციენტი იმყოფებოდა, მათგან ბევრის ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა.
როგორც მეხანძრებმა სააგენტო Yonhap-ს განუცხადეს, ადამიანები კვამლის დიდი ოდენობით ჩასუნთქვისაგან დაიღუპნენ.

გადარჩენილთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
გასული წლის დეკემბერში 29 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეაში სპორტულ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის 8-სართულიანი შენობის სარდაფში გაჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.