პატრიარქი: მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი რომ სეპარატიზმი გადამდები სენია
26-01-2018, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია, განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქოს რეზიდენციაში, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან და მის თანმხლებ პირებთან შეხვედრისას.

 

 

საპატრიარქოში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.

 

 

მაია გოიკოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავის მხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

 

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ „სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი".

 

 

„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა ეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, დახმარება და თანადგომა აუცილებელია.

 

 

ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა და დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.

 

 

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, რაც შეეხება ბატონი ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის საკითხს, ამ თემაზე მაია გოიკოვიჩმა ცალკე საუბარში განაცხადა, რომ იგი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მიუღებელია როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.

 

 

თავის მხრივ, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი", აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი